Thursday, May 12, 2016

9 აპრილიდან 12 მაისამდე გავიარეთ პროექტის ტრენინგი. ეს ტრენინგი გამომადგება შევქმნა პროექტები და გამოვიყენო სწავლებაში. პირველ რიგში შევიმუშავე გეგმა, შევარჩიე მიზნები და ამოცანები 21-ე საუკუნის უნარებიდან გამომდინარე ე.ს.გ. სტანდარტებთან შესაბამისად. შევარჩიე პროექტისთვის ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები. გავწერე გეგმა დროში. პროექტში ჩაბმული მყავდა ჩემი მოსწავლეები. ისინი იყვნენ ფოტოგრაფებიც, ჟურნალისტებიც, პატარა მხატვრებიც. პროექტი ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. იმედი მაქვს შემდგომში უკეთეს პროექტს გავაკეთებ. შევქმენი და ვაწარმოე პორთფოლიო.

Monday, May 9, 2016

9 მაისი დღეს მუშაობის მერვე დრეა. ვიმუშავეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმარებისათვის. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. გავეცანით და შევარჩიეთ აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. ვისაუბრეთ როგორ გავხადოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად. ეს დღე საინტერესო იყო. მადლობა ჩვენს ტრენერს!

Sunday, May 8, 2016

8 მაისი დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს.გამოვიყენეთ რუბლიკების ბიბლიოთეკა. გამოვიყენეთ პროექტი. საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას .

Saturday, May 7, 2016

7 მაისი

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.  ვიმუშავეთ მეოთხე მოდელზე. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ვისწავლეთ ნაშრომის ბლოკზე ჩაშენება, რათა გავუზიაროთ ნაშრომები.



Sunday, April 24, 2016

პროექტის მე-5 დღეს შევისწავლეთ  უკუკავშირები. შევქმენით ბიბლიოგრაფია და ინტერნეტიდან ჩამოტვირტული მასალა შევიტანეთ. მოვაწყვეთ პრეზენტაცია. გავეცანით საავტორო უფლებებს. პოვერ პოინტში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
   
           დღევანდელი სამუშაო დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო.   კმაყოფილი ვარ.

Saturday, April 23, 2016

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და ამავე დროს საინტერესო. გავეცანით მეორე მოდულს, რომელშიც შედიოდა შეფასებისა და დროის ჩარჩო. როგორ გავაკეთოთ ცხრილები. იმედია კარგად გავარტმევ თავს.

Saturday, April 9, 2016

პირველი დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით პროექტით სწავლებას. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავეცანით როგორ დავიწყოთ მუ შაობა პროექტის დროს . ცოტა მერთულა, მაგრამ იმედია შემდეგ  მეცადინეობებზე უკეთესად გავერკვევი. ამაში ჩვენი ნიჭიერი ტრენერი დამეხმარება.